ჰოი წიგნის ხალხო! ზღვარს ნუ გადახვალთ თქვენს რწმენაში და, ჭეშმარიტების გარდა, არაფერი თქვათ ალლაჰზე. მესია ისა ძე მარიამისა მხოლოდ მოციქულია ალლაჰისა და სიტყვა მისი, რომელიც მარიამს ზეუბოძა, და სულია მისგან. და იწამეთ ალლაჰი და შუამავალი მისნი. და არ თქვათ - „სამი“, თავი ანებეთ თქვენდავე სასიკეთოდ. ალლაჰი მხოლოდ ერთი ღმერთია, იმაზეუფრო დიდებულია იგი, რომ ძე ჰყავდეს. მისია, რაცაა ცათა შინა და რაცაა ქვეყანასა ზედა. და ალლაჰი კმარა ქომაგად.